Friday, February 24, 2017

უბედური შემთხვევა ჭიათურის მანგანეზის საბადოში, 1953 წლის 22 ოქტომბერს

მოგესალმებით! ამას წინათ CIA-იმ ძველი, დეკლასიფიცირებული დოკუმენტები ონლაინზე გაუშვა. ეს ფაილები ცოტა ხნის წინ მხოლოდ მისაწვდომი იყო ეროვნული არქივების ჩანაწერთა ადმინისტრაციის ტერმინალებში. ახლა გამჭვირვალობის და სანდოობის თვალსაზრისით ეს ფაილები ონლაინზე მოიპოვება.

ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა მომეძებნა საქართველოსთან დაკავშირებული ფაილები.

 ეს იყო ერთ-ერთი რამ რაც აღმოვაჩინე. ეს არის რეპორტი მაგანეზიც მაღაროს უბედურ შემთხვევაზე, რომელიც მოხდა 1953 წლის 22 ოქტომბერს. ამ მაღაროს ადგილმდებარობა მოხსენიებულია როგორც „ქიმეხი“ რომლის მდებარეობაც აღწერილია ქუთაისიდან ჩრდილო- აღმოსავლეთით 80 კილომეტრის დაშორებით. ჩემი აზრით „ქიმეხი“ ჭიათურაა.

არასოდეს გამიგონა ამ შემთხვევის შესახებ და ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე საბჭოთა საართველოს შესახებ. თუ რაიმე გსმენიათ ამ შემთხვევის შესახებ, გთხოვთ დატოვოთ თქვენი მოსაზრება.


 

 1. ქიმეხში, მანგანეზის საბადოში უბედური (ეგრეთწოდებული) შემთხვევა მოხდა. ქუთაისიდან 80 კილომეტრით სანხრეთ-აღმოსავლეთით, 1953 წლის 22 ოქტომბერს. 37 მაღაროელი გარდაიცვალა და 60 სერიუზულად დაშავდა. სავარაუდოდ შემთხვევა მაღაროს ჩამოშლამ გამოიწვია.

2. საბჭოთა მთავრობა მიზეზს იძიებს. იურა არსენოვი, ინჟინერი, და მისი ასისტენტი ბარსე სინანიანი დაპატიმრებულ იქნა. ორივემ განაცხადა რომ საყრდენები უნდა გამოცვლილიყო დიდი ხნის წინ. მათ აგრეთვე განაცხადეს რომ მათ ამის შესახებ დიდი ხნის წინ განაცხადეს.